ქუთაისის N21 სკოლის პედაგოგ ნონა მამრიკიშვილის გაკვეთილმა საგნობრივი ქოუჩისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა
06-04-2022
ქუთაისის N21 საჯარო სკოლის მასწავლებლის ნონა მამრიკიშვილის გაკვეთილი საგნის ქოუჩმა დადებითად შეაფასა. 

ქოუჩი კომპლექსური დავალების მოსამზადებელი ეტაპს დააკვირდა, რომლის მიხედვითაც მოსწავლეებს ანალიტიკური ესსე “პიროვნება - ბრბოს მსხვერპლი“ უნდა დაეწერათ. მათ დავალება მასშემდეგ მისცეს, რაც მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობა „ეშმაკის ქვა" და გუსტავ ლე ბონის ,„ბრბოს ფსიქოლოგია" შეისწავლეს. 

ქოუჩმა ბელა დურგლიშვილმა მასწავლებლის მუშაობა და გაკვეთილის მიმდინარეობა დადებითაც შეაფასა.

სკოლა ამაყობს პედაგოგით და წარმატებას უსურვებს.

„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში გრძელდება სკოლის თანამშრომლობა და ქოუჩინგი. გაკვეთოილზეა შემოქმედებითი ძიებითა და ცოდნის დიდი მარაგით, სიახლეებით, მაღალი კულტურით, მაღალი პროფესიული თვისებებითა და კომპედენციით გამორჩეული მასწავლებელი ნონა მამრიკიშვილი.
ქოუჩმა ქალბატონმა ბელა დურგლიშვილმა მაღალი შეფასება მისცა გაკვეთილს.
ქოუჩის მიერ აღინიშნა, რომ გაკვეთილზე პედაგოგი ხასიათდებოდა მოქნილობით, მობილურობით, კრეატიულობით. მაქსიმალურად საინტერესო პირობები შექმნა მოსწავლეთა შესაძლებლობების განვითარებისათვის. იყო კომფორტი, თავისუფალი აზროვნება, ცოდნის აღმოჩენა, პროგრესული შეხედულებები და იდეები, სუფევდა მოტივაცია და ინტერესი, შედეგიანობა, კომპლექსური აზროვნება, პრაქტიკული და შემოქმედებითი უნარები.
მომავალ წარმატებებს ვუსურვებთ ნიჭიერ ქალბატონს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203