იანეულის საჯარო სკოლაში საინტერესო და ინფორმაციული შეხვედრა გაიმართა
06-04-2022
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში „გურიის აგრო ბიზნეს ცენტრის“ წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

ისინი პროექტს - „ახალგაზრდების მომზადება უკეთესი მომავლისათვის“ ახორციელებენ. აღსანიშნავია, რომ პროექტს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აფინანსებს. მისი მიზანია  სასკოლო ასაკის ახალგაზრდებისათვის პროფესიული და სამეურნეო უნარების განვითარება.

სტუმრებმა სასათბურე მეურნეობის სწორად წარმართვისათვის სკოლაში შესაბამისი ინვენტარი და პრეპარატები მიიტანეს.

გამართულმა შეხვედრამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203