„ტოლერანტობის დღე“ სამშვილდის საჯარო სკოლის X კლასში
06-04-2022

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამშვილდის საჯარო სკოლის მიზანი ღირსეული მოქალაქეების აღზრდაა, რომელთაც განვითარებული ექნებათ ისეთი თვისებები, როგორიცაა ტოლერანტობა, ჰუმანიზმი, პატრიოტიზმი და თანაგრძნობაა. 

მე-10 კლასში ჩატარდა აქტივობა რომელსაც ტოლერანტობის დღე უწოდეს და აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამისი თემატური პლაკატი შექმნეს, კიდევ ერთხელ განმარტეს ტოლერანტობის არსი და ისაუბრეს მის მნიშვნელობაზე.

„- ტოლერანტობა არის ადამიანის აქტიური პოზიცია, პარტნიორობა, თანაგრძნობა, სხვებზე ზრუნვა. ეს ზნეობრივი და სოციალური აქტივობაა. ეს არის როგორც საკუთარი, ასევე სხვათა ღირსების დანახვა და პატივისცემა...

- სიტყვა - ტოლერანტობას თავდაპირველად მხოლოდ რელიგიური დატვირთვა ჰქონდა.რელიგიებს შორის განსხვავება, რა თქმა უნდა, მტრობის მიზეზი არ უნდა გახდეს. ყველამ უნდა გაიაზროს ეს სიტყვები: მოექეცი სხვა ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ შენ.

- ჩვენ ყველანი პატივს უნდა ვცემდეთ სხვა რელიგიის, ეროვნებისა თუ რასის წარმომადგენლებს...

- ადამიანში მთავარია მისი პიროვნული თვისებები, ამიტომ ტოლერანტი ადამიანი სულიერად მდიდარია",  - აღნიშნავენ მოსწავლეები ტოლერანტობის მცნებაზე საუბრისას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...