საქობოს საჯარო სკოლაში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს ღონისძება მიეძღვნა
06-04-2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლაში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს ღონისძება მიეძღვნა.
მრავალფეროვანი აქტივობა სკოლის სპეციალურმა მასწავლებლებმა დაგეგმეს. მასში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. ნამუშევარი შექმნეს, თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს, აუტიზმის შესახებ ისაუბრეს და ცოდნა გაიღრმავეს.
სკოლაში მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.
„აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია გაზარდოს საზოგადოების ცნობიერება აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე, ხელი შეუწყოს აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის