„ომი არ გვინდა პატარებს, სიცოცხლე გვწყურია!“ - ფოთის N7 სკოლის მოსწავლეები უკრაინელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებენ
06-04-2022
გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის N7 საჯარო სკოლა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მოსწავლეებში ჰუმანიზმის, პატრიოტიზმის, ტოლეანტობის გრძნობის გაღვივებას და ძალისხმებვას არ იშურებს რომ ღირსეული მოქალაქეები აღზარდოს. 

სკოლის წარმომადგენლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, სკოლის მე-6 და მე-8 კლასის მოსწავლეები და მათი პედაგოგები აქტიურად ეხმაურებიან მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და თავიანთ გულისტიკივილს ემოციურად გამოხატავენ მეგობარ ქვეყანაში - უკრაინაში მიმდინარე ომის გამო.  სწორედ უკრაინის მარდასაჭერად შექმნეს ნახატები და გამოხატეს თავიანთი თანაგრძნობა, მხარდაჭერა, სევდა და მწუხარება.

„ეს ნახატები ჩვენი ფიქრებია, ჩვენი ცრემლებია, წუხილია ჩვენი დიდი...
  ომი არ გვინდა პატარებს! სიცოცხლე გვწყურია! ნუ გვესვრი! ნუ დაგვამახინჯებ! ნუ... ნუ... ნუ!!! 

ომებისთვის არ შექმნია სამყარო! სისხლი ღვარად რომ მოედინება და ადამის მოდგმის ხმა ცას შეჰღაღადებს შველისთვის, შემზარავია! ქვა ქვაზე არ რჩება... შველას ითხოვს დიდი და პატარა, კაცი და ქალი... ომია, ომი!!!  ცივილიზებულ სამყაროში ტყვიების ზუზუნი გაისმის...

ისტორია თვალწინ მეორდება...  დამპყრობელის ხელწერა უცვლელია... ისვრის და ანადგურებს!  ხალხი შველას ითხოვს და ვერავინ ხელს ვერ უწვდენს, რადგან  მტერი დაუნდობელია!   კაცობრიობას ემუქრება მოსპობით...  ასეთ დროს  ხელაპყრობილები უფალს შევღაღადებთ, შველას ვითხოვთ, სხვა გზა ხსნისა ჯერ არ ჩანს...  ღმერთო, გადმოხედე სამყაროს!  განსაცდელში მყოფი უკრაინა აზიარე დიდებას!  ნუ გაუხდი მშობლიურ მიწას მტერთა საბოგინოდ! მილიონთა მუდარას ჩვენც ვუერთდებით“, - ამბობენ ფოთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები.

იხილეთ ფოტო და ვიდეო:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203