მაწიმის საჯარო სკოლაში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნა
06-04-2022
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის საჯარო სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა საინტერესო აქტივობა გაიმართა. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აქტივობაში ჩართულნი იყვნენ სსსმ მოსწავლეები. აღსანიშნავია, რომ რესურსოთახში მომზადდა სპეციალური ბანერი, რომელიც თავის მხრივ მოსწავლეთა ცნობადობის ამაღლებას ისახავდა მიზნად.

შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ 2007 წლის 18 დეკემბერს გამოაცხადა. ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203