„გვჯერა, პროექტის მონაწილეები ჩვენი ქვეყნის მომავალი ლიდერები იქნებიან“ - ჯგალის თემის საჯარო სკოლა მოსწავლეთა მიღწევებით ამაყობს
კალისტრატე სალიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლა წლებია მონაწილეობს ახალგაზრდულ გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“.როგორც სკოლის წარმომადგენელი აღნიშნავს, კონკურსის ფარგლებში მოსწავლეები არაერთ საინტერესო აქტივობებს ახორციელებენ, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, წელს სკოლის ეკოკლუბ „ლაკადას“ ხელმძღვანელობს პედაგოგი ირმა კალანდია. რომელიც თავის მხრივ აღნიშნავს, რომ „თითოეული მოსწავლე, რომელიც ჩართულია პროექტში სწავლობს მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისი აქტივობების დაგეგმვას, განხორციელებას, გარემოზე ზრუნვას, მოვლას, გაფრთხილებას, კვლევა- ძიებას, სწორ ანალიზს, წერას, მეტყველებას, პრეზენტაციას და სხვას“.
ეკოკლუბ „ლაკადას“ მიერ განხორციელებული აქტივობებია:
1.პანდემიის პირობებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;
2. დისკუსია ვაქცინაციაზე;
3. პრევენციული ღონისძიებები კოვიდ-19 -თან დაკავშირებით;
4. კვლევა კოვიდ-19 და ჩვენი სოფლის სტატისტიკა;
5. დავასუფთაოთ გარემო;
6. 21 მარტი ტყის საერთაშორისო დღე;
7. 22 მარტი წყლის საერთაშორისო დღე;
8. ერთი დღე საბავშვო ბაღში;
9. მიწის და საკუთრების დაკანონება;
10. გავაჩუქოთ წიგნები;
11. დრეული ქორწინება;
12. სტუმრად მეწარმესთან.
„წინ კიდევ ბევრი პროექტის განხორციელება იგეგმება. გვჯერა, რომ ამ პროექტის მონაწილეები ჩვენი ქვეყნის მომავალი ლიდერები იქნებიან და ბევრ საინტერესო ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.