ოყურეშის საჯარო სკოლაში ფილმის ჩვენება და საინტერესო დისკუსია მოეწყო
08-04-2022
ცაგერის მუნიციპალიტეტის, ოყურეშის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს და მოსწავლეებიც ჩართულნი არიან, როგორც საგაკვეთილო პროცესში, ასევე სასკოლო ცხოვრებაში.

ადგილობრივი მოსწავლეები მონაწილეობენ საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტებში და მშობლიურ სკოლაში არაფორმალური განათლების მიმართულებების დამკვიდრებასაც მაქსიმალურად უწყობენ ხელს.

„SUSI - პროგრამის ფარგლებში და ამერიკის საელჩოს დაფინანსებით, ამერიკის საზაფხულო გაცვლითი პროგრამის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაკალავრმა - გიორგი მუშკუდიანმა  სკოლაში განახორციელა ფილმის ჩვენება ამერიკული აბორიგენების კულტურისა და ტრადიციების შესახებ; ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია წინა პლანზე წამოწეულ საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ პროექტში, ასევე დისკუსიაშიც და მიიღეს პასუხები მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203