თელავის N2 სკოლაში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მიზნით, ფართომასშტაბიანი კამპანია ჩატარდა
06-04-2022
თელავის N2 საჯარო სკოლაში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი აქტივობოები ჩატარდა.
მოსწავლეებს განუმარტეს, რომ 2 აპრილს მსოფლიოში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღე აღინიშნება. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე და ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.
ამ დღეს, სკოლაში ფართომასშტაბიანი კამპანია ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც სკოლაში შემდეგი აქტივობები განხორციელდა: დამზადდა და გავრცელდა საინფორმაციო ბუკლეტები; ჩატარდა შეხვედრები მოსწავლეებთაან, რომლებსაც მათივე თანატოლები უწევდნენ ორგანიზებას. ასევე მომზადდა საინფორმაციო პოსტერები, რომლებიც ყველასთვის ხელმისაწვდომ სივრცეში განთავსდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის