„ჩვენ გვიყვარს ქართული ლიტერატურა“ - გუმბრინის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ღონისძიება
06-04-2022

1 აპრილს, გოჩა წულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრინის საჯარო სკოლის მე-7 და მე-8 კლასების მოსწავლეებმა (დამრიგებელი მანანა ლიპარტელიანი) ღონისძიება - „ჩვენ გვიყვარს ქართული ლიტერატურა“ გამართეს. 

მოსწავლეებმა პრეზენტაცია ჩაატარეს და მათი საყვარელი პოეტებისა და მწერლების ბიოგრაფიების შესახებ ვიდეოკოლაჟი შექმნეს, რითაც სასკოლო საზოგადობის მოწონება დაიმსახურეს. მოსწავლეებმა ასევე წაიკითხეს ლექსები და ნაწყვეტები მოთხრობებიდან. 

მოსწავლეები ლიტერატურულ ღონისძიებაში ხალისით ჩაერთვნენ და ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203