ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს საინტერესო პროექტი მიეძღვნა
06-04-2022

ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

1-ელი, მე-2, მე-4, მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით ნამუშევრები შექმნეს, დაუნის სინდრომის შესახებ ისაუბრეს, საინფორმაციო ფილმს უყურეს და ცოდნა გაიღრმავეს.

ისინი ამ აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

სკოლაში მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.

„პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაღრმავება, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება. პროექტის შედეგად, მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთები, სლოგანი, ნახატები, რომლებზეც აღბეჭდეს საკუთარი ნააზრევი“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203