დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა ურუმაშვილის ინიციატივით, სასკოლო ოლიმპიადა მოეწყო
06-04-2022
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლისა და „ჰელფინგ ჰენდის“ მოხალისე ლიდერის ლუკა ურუმაშვილის ინიციატივით სასკოლო ოლიმპიადა მოეწყო. 

ოლიმპიადა 4 საგანში - ქართულში, ინგლისურში, მათემატიკასა, ისტორიაში, ბოლნისის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა. მოხალისეებმა სერტიფიკატები და პროცესის მიმდინარეობისთვის საჭირო რესურსები დაამზადეს. მათ მოხალისეობისა და „ჰელფინგ ჰენდის“ შესახებ ინფორმაცია სხვებსაც გაუზიარეს.

სკოლის მოსწავლე ლუკა ურუმაშვილი მოხალისეთა ელჩის პროგრამის ფარგლებში რეგიონში ჩამოყალიბებულ მოხალისეთა რეგიონული ქსელის ლიდერია. მისი თქმით, ორგანიზაციის წევრი იმიტომ გახდა, რომ გამოცდილება მიეღო და რეგიონის განვითარებაში თავისი წვლილი შეეტანა.
 
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203