„თავისუფლება უკრაინას“- გელაძეების საჯარო სკოლაში უკრაინელ ხალხს თანადგომა აქტივობით გამოუცხადეს
06-04-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გელაძეების საჯარო სკოლაში უკრაინასა და უკრაინელ ხალხს თანადგომა აქტივობით გამოუცხადეს. 

თავისუფლება უკრაინას - სწორედ ეს იყო სკოლის მოსწავლეების გზავნილი.

მოსწავლეებმა თავიანთი პოზიცია, პედაგოგ მაყვალა ართმელაძის ხელმძღვანელობით, საკუთარი ხელით შექმნილი პლაკატებითა და უკრაინის დროშებით ხელში დააფიქსირეს.

სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს თანადგომას უცხადებენ. 

აღსანიშნავია, რომ ისინი ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203