„ჩვენ ერთმანეთს ვჩუქნით მზეს“- ახალდაბის საჯარო სკოლაში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნა
06-04-2022

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლაში მსოფლიოში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღე აღინიშნა.

სკოლაში აქტივობა „ყველა ადამიანი ღირებულია და პატივისცემას იმსახურებს“ გაიმართა.

აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს, ნამუშევრები შექმნეს, აუტიზმის შესახებ ისაუბრეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

სკოლაში მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203