საციხურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მარადმწვანე მცენარეები დარგეს
06-04-2022
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ საციხურის საჯარო სკოლა გარემოს გამწვანების აქციაში ჩაერთო. 

სკოლაში სასკოლო პროექტის - „შევუნარჩუნოთ დედამიწას სიმწვანე“, ფარგლებში, გარმოს გამწვანებას შეუდგნენ. 

მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა შეარჩიეს ადგილი, მიწა მოამზადეს და ნერგები დარგეს. მასში ყველა მონაწილე დიდი მონდომებით ჩაერთო.

„საციხურის საჯარო სკოლამ, სასკოლო პროექტის - „შევუნარჩუნოთ დედამიწას სიმწვანე“ ფარგლებში, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირ „ორქისის“ აქციის ფარგლებში, 5 აპრილს მიიღო მარადმწვანე ნერგები და დაიწყო პროექტის განხორციელება“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები:







 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203