დაბა კაზრეთის N1 სკოლის მოსწავლე სოფო ყაფლანიშვილი სატრენინგო პროგრამის სრულყოფილად გავლისთვის დაჯილდოვდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე სოფო ყაფლანიშვილმა სატრენინგო პროგრამა სრულყოფილად და წარმატებით გაიარა, რისთვისაც 1000-ლარიანი ვაუჩერი გადაეცა.
პროგრამა, რომელშიც ის მონაწილეობდა „საერთაშორისო პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლის“ ფარგლებში მიმდინარეობდა.
სკოლა ამაყია მოსწავლით და მომავალშიც წარმატებას უსურვებს.
„საერთაშორისო პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლის“ ფარგლებში აბიტურიენტთა დაჯილდოება გაიმართა, რომელიც მოიცავდა სხვადასხვა კურსს. სატრენინგო პროგრამის სრულყოფილად გავლისთვის, ჩვენი სკოლის მოსწავლე სოფო ყაფლანიშვილს გადაეცა სასწავლო ინვესტიციების 1000-ლარიანი ვაუჩერი. ვუსურვებთ სოფოს წარმატებებს“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: