გუდაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ჭრიჭინა და ჭიანჭველას“ ალტერნატიული დასასრული მოიფიქრეს
06-04-2022
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მუდამ საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.
ამჯერად, მე-3 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე იგავ - არაკი - „ჭრიჭინა და ჭიანჭველა“ შეისწავლეს.
ბავშვებმა ნაწარმოებს კეთილი დასასრული მოუძებნეს, შექმნეს ნახატები და გაკვეთილზე თავიანთი ნამუშევრები წარადგინეს.
„შესანიშნავად გაართვეს თავი მიცემულ დავალებას ჩემმა მარგალიტებმა. მოუფიქრეს კეთილი დასასრული „ჭრიჭინა და ჭიანჭველას“ იგავ - არაკს. აღფრთოვანებული ვარ მათი ფანტაზიით“, - აღნიშნა პატარა ნიჭიერი მოსწავლეების პედაგოგმა, თამარ მწითურმა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს