„სკოლა ჩვენი სახლია“- წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა და მიმდებარე ტერიტორია მოსწავლეებმა დაასუფთავეს
06-04-2022

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლა დაასუფთავეს. 

მე-7-მე-11 კლასების მოსწავლეები სასკოლო პროექტში - „სკოლა ჩვენი სახლია“ ჩაერთნენ. მათ სკოლის დერეფნები, საკლასო ოთახები და შენობის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები სკოლაზე გამუდმებით ზრუნავენ და უფრთხილდებიან. ისინი ამ აქტივობაშიც დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. 

„ჩვენ გვიყვარს ჩვენი სკოლა და მუდმივად ვზრუნავთ მის სისუფთავეზე“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203