„კულტურული მრავალფეროვნება საქართველოში“- ოყურეშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
06-04-2022
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლის მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს ხშირად და დიდი ინტერესით ასრულებენ. 

ამჯერად, მოსწავლეებმა სამოქალაქო განათლების მასწავლებელის მარგალიტა ეფაძის ხელმძღვანელობით, დავალების - „კულტურული მრავალფეროვნება საქართველოში“ ფარგლებაში, საინფორმაციო ბუკლეტები შექმნეს. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ. მათი ნამუშევარი ქოუჩმა თეონა მაცაბერიძემ და სკოლის დანარჩენმა მოსწავლეებმა მოიწონეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203