„ქვეყანა და დედაქალაქი“​ - კლდეეთის საჯარო სკოლაში საინტერესო კონკურსი ჩატარდა
06-04-2022
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთის საჯარო სკოლაში კონკურსი „ქვეყანა და დედაქალაქი“ ჩატარდა. 

კონკურსი ისტორიისა და გეორგრაფიის მასწავლებლების ლაშა მაღლაკელიძისა და გუგა რომანაძის ორგანიზებით გაიმართა. მასში მოსწავლეები განსაკუთრებული ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ, მათ ღირსეულად იასპარეზეს, გამარჯვება კი მარიამ ტაბატაძემ მოიპოვა.

მოსწავლეს სკოლის დირექციამ საჩუქრად საყმაწვილო უნივერსალური ენციკლოპედია გადასცა. სკოლა ყველა მონაწილეს მადლობას უხდის.

„მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მონაწილეს, დაინტერესებისა და მონაწილეობისთვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203