ჩორჯოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ კომპლექსური დავალება შეასრულეს
06-04-2022
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჯოს საჯარო სკოლაში მოსწავლეები კომპლექსურ დავალებებს ხშირად და დიდი ინტერესით ასრულებენ. 

ამჯერად, სკოლის III-IV კლასის მოსწავლეებმა ნუცა ვაწაძემ და საბა დავითულიანმა კომპლექსური დავალება „მე და საზოგადოებაში“ შეასრულეს. 

დავალების თემა, რომელზეც მოსწავლეებმა იმუშავეს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა იყო. პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა. მოსწავლეებმა თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

მათი ხელმძღვანელი საგნის მასწავლებელი ნანა ჯანელიძე იყო. 

სკოლა მათ წარმატებას უსურვებს.

„წარმატებებს ვუსურვებთ მოსწავლეებს და მასწავლებელს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203