ოყურეშის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა
06-04-2022
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

1-ელი, მე-3, მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით პოსტერი შექმნეს, ხელებზე ფერადი წინდები ჩაიცვეს და მთავარი გზავნილი - „ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს“, გააჟღერეს.

ისინი ამ აქტივობაში, ბიოლოგიის მასწავლებელის ნანა მამარდაშვილის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

სკოლაში მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203