„ჩვენ გვინდა მშვიდობა!“- ველევის საჯარო სკოლაში მოსწავლეების - ლიზი და ნიკოლოზ გოგსაძეების ნახატების გამოფენა მოეწყო
05-04-2022
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ლიზი და ნიკოლოზ გოგსაძეებმა  მშვიდობის თემაზე ნახატების გამოფენა მოაწყვეს.

გამოფენის სახელწოდება „ჩვენ გვინდა მშვიდობა“ იყო. მოსწავლეებმა თავიანთი ემოციები ნახატებში გადმოსცეს და უკრაინელ თანატოლებს თანადგომა გამოუცხადეს.

მათ სახვითი ხელოვნების მასწავლებელი ლენა გოგსაძე ხელმძღვანელობდა.

„ნიკოლოზ გოგსაძემ მხატვრულად წაიკითხა რაფიელ ერისთავის ლექსი „სამშობლო ხევსურისა“( ხელმძღვანელი მასწავლებელი კლასის დამრიგებელი ლალი ბიბილაშვილი).  მოსწავლეებმა ისაუბრეს მშვიდობის მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ თანადგომა გამოხატეს უკრაინელი თანატოლებისადმი„,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
 
იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203