კალინინოს საჯარო სკოლაში ახალ სასწავლო წელს 15 პირველკლასელს განსაკუთრებულად ელოდებიან
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კალინინოს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლისა და მოსწავლეების მისაღებად აქტიურად ემზადებიან.
როგორც სკოლის დირექტორმა, ზამილა მამედოვამ
Etaloni.ge-ს უთხრა, ახალ სასწავლო წელს განსაკუთრებით პირველკლასელებს ელოდებიან. წელს მათი რაოდენობა 15 იქნება. ზოგადად, კი სკოლას 25-მდე პირველი კლასის მოსწავლის მიღება შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ სკოლა ყველა მოსწავლეს მათ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებულ გარემოს სთავაზობს. აქ მათ განვითარებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.