ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს.სკოლის პირველი-მეექვსე კლასის მოსწავლეებმა პოსტერი „დედამიწა ჩვენი სახლია“, კედლოს გაზეთი და საინფორმაციო ბუკლეტები შექმენეს.
ისინი აქტივობაში ბუნებისმეტყველების მასწავლებლის ნანა მამარდაშვილის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.
„მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერი, კედლის გაზეთი, ბუკლეტები და ამ თემის შესაბამისად დაასრულეს კომპლექსური დავალება, წარმოადგინეს პრეზენტაციის სახით“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: