ფოთის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები თურქ ჟურნალისტს ონლაინ შეხვდნენ
05-04-2022
ფოთის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტის „ციფრული ნაკვალევის“ ფარგლებში იტალიელ და თურქ თანატოლებთან ერთად თურქ ჟურნალისტს, აჰმედ შაჰინს შეხვდნენ.
აჰმედ შაჰინი თურქეთის ეროვნულ არხზე ჟურნალისტად მუშაობს. ის ასევე, მსახიობია და საბავშვო გადაცემას უძღვება.
შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეები ჟურნალისტის პროფესიას გაცნობოდნენ, მიეღოთ რჩევები ინტერნეტ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, კერძოდ, როგორ გაერჩიათ ცრუ ინფორმაცია.
მოსწავლეებმა ჟურნალისტს მათთვის საინტერესო შეკითხვები დაუსვეს მის პროფესიულ ინტერესებზე, სამომავლო მიზნებსა და ყველაზე დასამახსოვრებელ ინტერვიუზე, რაც კი ჰქონია.
შეხვედრა ძალიან სახალისო და ინტერაქტიული აღმოჩნდა, აჰმედ შაჰინი ხალისით პასუხობდა შეკითხვებს და ბავშვებმა მისგან ბევრი საინტერესო რჩევა მიიღეს. ის ქართველ მოსწავლეებს საქართველოში სტუმრობას და სკოლის გაცნობას შეპირდა.
შეხვედრა ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა.
„ციფრული ნაკვალევი“ eTwinning-ის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს და მას ფოთის N12 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი ნანა გალდავა მე-6 კლასის მოსწავლეებთან ერთად ახორციელებს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის