ბაზაქლოს საჯარო სკოლაში სამზადისია - სკოლის კარი წელს 10 პირველკლასელისთვის გაიღება
05-04-2022
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზაქლოს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლისა და მოსწავლეების მისაღებად აქტიურად ემზადებიან.

როგორც სკოლის დირექტორმა, მაია ამიროვამ Etaloni.ge-ს უთხრა, ახალ სასწავლო წელს განსაკუთრებით პირველკლასელებს ელოდებიან. წელს მათი რაოდენობა 10 იქნება.

ბაზაქლოს საჯარო სკოლა 9-კლასიანია. აღსანიშნავია, რომ სკოლა ყველა მოსწავლეს მათ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებულ გარემოს სთავაზობს. აქ მათ განვითარებაზე, ცოდნის გაღრმავებასა და შემოქმედებითი უნარების ჩამოყალიბებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203