გურჯაანის N4 სკოლის მოსწავლეები - ირაკლი ბეროზაშვილი და მირიან გიოშვილი გაცვლითი პროგრამით ამერიკაში ისწავლიან
05-04-2022
გურამ ჭილაშვილის სახელობის ქალაქ გურჯაანის N4 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები ერთი წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ისწავლიან.

მოსწავლეები ირაკლი ბეროზაშვილი და მირიან გიოშვილი ამერიკაში „ფლექსის“ გაცვლითი პროგრამით მიდიან.

სკოლა ამაყია მოსწავლეებით და წარმატებას უსურვებენ.

„გვიხარია, რომ ჩვენს სკოლას „ფლექსის“ გაცვლითი პროგრამის ფინალისტები წელსაც ჰყავს. მე-11 კლასის მოსწავლეები -ირაკლი ბეროზაშვილი და მირიან გიოშვილი მომავალი ერთი სასწავლო წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში ისწავლიან.
ვულოცავთ ირაკლის და მირიანს და წარმატებებს ვუსურვებთ მომავლის ყველა ნაბიჯზე.
აქვე, ყველა ფინალისტს ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან წარმატებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203