სასაშის საჯარო სკოლაში დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს აქტივობები მიეძღვნა
05-04-2022
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ სასაშის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ საინტერესო და ამავდროულად, ინფორმაციული აქტივობები ეძღვნება.
სკოლაში ამჯერად დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
მოსწავლეებმა აქტივობის ფარგლებში საინფორმაციო პლაკატები და თემატური ნამუშევრები შექმნეს.
შეგახსენებთ, რომ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. 2011 წლის დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა და მოუწოდა ყველა გაეროს წევრ ქვეყანას, აგრეთვე მის სტრუქტურაში შემავალ სააგენტოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და სამოქალაქო სექტორის აქტივისტებს 2012 წლიდან მომხდარიყო მისი ყოველწლიური აღნიშვნა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის