შუამთას საჯარო სკოლაში ტიციან ტაბიძის დაბადებიდან 127-ე წლისთავს ღონისძიება მიეძღვნა
05-04-2022
ტიციან ტაბიძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთას საჯარო სკოლაში ტიციან ტაბიძის დაბადებიდან 127-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

აქტივობის განხორციელებისას სასკოლო საზოგადოებას უკრაინაში მიმდინარე მოვლენები არ დავიწყებია, სცენას საქართველოსა და უკრაინის დროშები ამშვენებდა.

სცენაზე სკოლის ხელოვნების მასწავლებლის, ნანა ნიკოლეიშვილის მიერ შესრულებული ტიციანის პორტრეტი იყო წარმოდგენილი.

საღამო სკოლის დირექტორმა, ლეონინე სულაბერიძემ გახსნა; ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა ტიციან ტაბიძესთან წარმოსახვითი ინტერვიუ, შემოქმედება და ბიოგრაფია წარადგინეს.

ღონისძიებას ვანის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა (ხელმძღვანელი ირმა ცხვარაძე) ღონისძიების ყველა მონაწილეს საჩუქრები უსახსოვრა, რომელიც აქტივობის დასასრულს ვანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ვლადიმერ ხელაძემ გადასცა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203