დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლაში საფეხბურთო შეჯიბრი გაიმართა
05-04-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლაში შიდასასკოლო საგაზაფხულო საფეხბურთო შეჯიბრი გაიმართა. 

მასში სკოლის IX, X, XI, XII კლასის მოსწავლეთა გუნდები მონაწილეობდნენ. მათ ღირსეულად იასპარეზეს. გამოვლინდა გამარჯვებულიც. საპრიზო ადგილის მფლობელებსა და მონაწილე ფეხბურთელებს სიმბოლურად სპორტული თასი, მედლები და სიგელები გადაეცათ.
საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
  •  ადგილი - XII კლასი;
  •  ადგილი - XI კლასი;
  •  ადგილი - X კლასი.
შეჯიბრი სკოლის მოედანზე მიმდინარებდა. 

„მადლობა სპორტის პედაგოგებს - ასლან დვალიძესა და ბესიკ დონღვანს შეჯიბრის ორგანიზებისათვის.
მადლობა FC Makhinjauri-სკ მახინჯაური ადმინისტრაციასა და ბატონ ჯუმბერ მახარაძეს ხელშეწყობისა და დახმარებისათვის“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203