დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მე-10 კლასში NATO-ს შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
05-04-2022
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მე-10 კლასში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია - NATO-ს შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრა „ნატოს“ დაარსების დღეს მიეძღვნა. 

მოსწავლეები ორგანიზაციის შექმნის წინაპირობებსა და არსებულ წესდებას გაეცნენ. ისინი აქტივობაში, სამოქალაქო განათლების პედაგოგ ქეთევან მოწყობილის ხელმძღვანელობით, დიდი ინტერესით ჩაერთნენ. შეხვედრას სწორედ ეს მასწავლებელი უძღვებოდა.

„4 აპრილი „ნატოს“ დაბადების დღეა! ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია, ნატო (North Atlantic Treaty Organisation, NATO) 1949 წლის 4 აპრილს ვაშინგტონში შეიქმნა. მოსწავლეები გაეცნენ ნატოს შექმნის წინაპირობას, მის გაფართოებას, განიხილეს ვაშინგტონის ხელშეკრულების მუხლები, იმსჯელეს ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობის შესახებ. გამართეს დისკუსია. შეხვედრა საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203