მაღლაკის N2 საჯარო სკოლაში „მკითხველთა კლუბი“ წარმატებით ფუნქციონირებს
05-04-2022

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N2 საჯარო სკოლაში „მკითხველთა კლუბი“ ფუნქციონირებს. 

კლუბის ფარგლებში მოსწავლეები თვეში ერთ წიგნს კითხულობენ, შემდეგ კი ყოველი თვის ბოლო კვირას პრეზენტაციას აწყობენ.

სწორედ ასეთი პრეზენტაცია გაიმართა მარტის ბოლოს, რომელიც ძალზედ შთამბეჭდავი და საინტერესო გახლდათ. გამოვლინდა გამარჯვებული 10 კლასი. მოსწავლეები სკოლის დირექტორმა სიგელით დააჯილდოვა. 

„ვუსურვებთ წარმატებას მათ და მთელს „მკითხველთა კლუბს“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203