ფლევის საჯარო სკოლა მოსწავლეს გლოვობს
05-04-2022

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევის საჯარო სკოლა მოსწავლეს გლოვობს. გარდაიცვალა სკოლის პირველი კლასის მოსწავლე ლილე ცხოვრებაძე. სასკოლო საზოგადოების თითოეული წევრი ამ ტრაგედიის გამო უდიდეს გულისტკივილს გამოთქვამს და სამძიმრის წერილს ავრცელებს.

„სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი სკოლის პირველი კლასის მოსწავლის, ლილე ცხოვრებაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს. მშვიდად განისვენოს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

etaloni.ge -ს გუნდის სახელით ვუსამძიმრებთ სკოლასა და ლილე ცხოვრებაძის ოჯახს და ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მისი გარდაცვალების გამო.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203