ბეჩოს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ნატო-საქართველოს ურთიერთობებისა და ინტეგრაციის პროცესში არსებული გამოწვევების შესახებ შეხვედრა გაიმართა
05-04-2022
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოს საჯარო სკოლა მოსწავლეები და პედაგოგები სხვადასხვა საინტერესო პროექტებში მუდამ აქტიურად მონაწილეობენ და მნიშვნელოვან საკითხების ირგვლივ ცნობებს ყოველთვის ხალისით იღებენ.

ამჯერად სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

ამჯერად, პროექტი „ზემო სვანეთში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერებისა და ჩართულობის ამაღლება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისა და რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროცესებში“ გაიმართა, რომელიც თბილისის ამერიკული კუთხის ეგიდითა და აშშ-ს საელჩოს დაფინანსებით ხორციელდება.

მოსწავლეებთან და პედაგოგებთან პროექტის პლატფორმის - „ახალგაზრდები ნატო-ში ინტეგრაციისთვის“ თანადამფუძნებელმა, ნიკა კრაწაშვილმა საინფორმაციო შეხვედრა „ნატოს“ ისტორიის, ნატო - საქართველოს ურთიერთობებისა და ინტეგრაციის პროცესში არსებული გამოწვევების შესახებ გამართა.

შეხვედრის ფარგლებში ასევე, გაიმართა დისკუსია და „ნატოს“ შესახებ ვიქტორინით დასრულდა. მონაწილეები სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ და ასევე სკოლის ბიბლიოთეკას საინფორმაციო ლიტერატურის ნაკრები გადაეცა. 

აღსანიშნავია, რომ დამსწრე საზოგადოებისთვის შეხვედრა მეტად საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული იყო.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203