თბილისის N200 საჯარო სკოლა - პანსიონში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები ბავშვებს ყოველთვის საინტერესო თუ მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ.სკოლაში თითქმის ერთი წელია წრე - „სწავლა თამაშით“ წარმატებით ფუნქციონირებს.
აღნიშნული წრის ფარგლებში მუშაობა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს:
- ჰიგიენური საშუალების ცნობა-გამოყენება;
- საოჯახო ნივთების ცნობა, გამოყენება და უსაფრთხოება;
- საყოფაცხოვრებო ტექნიკის ცნობა, გამოყენება და უსაფრთხოება;
- საკვების გასუფთავება და მომზადება.
ამჯერად, აღსაზრდელები მარტივი საკვების, პიცის მომზადებას სწავლობენ.
აღსანიშნავია, რომ პედაგოგების მიერ შეთავაზებულ თითოეულ აქტივობაში მოსწავლეები მუდამ დიდი ინტერესით ერთვებიან.
იხილეთ ფოტოები: