​მაზერის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
05-04-2022
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მაზერის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები სხვადასხვა საინტერესო პროექტებსა თუ ღონისძიებებში მუდამ აქტიურად მონაწილეობენ.

ამჯერად სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.

თბილისის ამერიკული კუთხის ეგიდითა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს დაფინანსებით პროექტი „ზემო სვანეთში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერებისა და ჩართულობის ამაღლება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისა და რუსულ დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროცესებში“ გაიმართა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში პლატფორმის - „ახალგაზრდები ნატო-ში ინტეგრაციისთვის“ თანადამფუძნებელმა, ნიკა კრაწაშვილმა სასკოლო საზოგადოებასთან საინფორმაციო შეხვედრა „ნატოს“ ისტორიის, ნატო - საქართველოს ურთიერთობებისა და ინტეგრაციის პროცესში არსებული გამოწვევების შესახებ ჩაატარა.

ასევე, სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ გაიმართა დისკუსია და შეხვედრა ნატო-ს შესახებ ვიქტორინით დასრულდა, რომლის გამარჯვებულმა მოსწავლეებმა, დამსწრე საზოგადოების თითოეულმა წევრმა საჩუქრები მიიღო. ასევე, „ნატოს“ და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე სკოლის ბიბლიოთეკას საინფორმაციო ლიტერატურის ნაკრები გადაეცა.

​აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა საჭირო და მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ დამატებითი ცნობები მიიღეს.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203