ყულალისის საჯარო სკოლაში პირველკლასელების მისაღებად სამზადისი მიმდინარეობს
05-04-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულალისის საჯარო სკოლის დირექცია და თითოეული პედაგოგი მოსწავლეებისთვის საინტერესო, მრავალფეროვანი და უსაფრთხო სასწავლო გარემოს შესაქმნელად თავდაუზოგავად შრომობს.

სკოლაში წელს მინიმუმ ექვს პირველკლასელს ელოდებიან. დირექტორმა, ნათელა ნარსესიანმა მშობლებს ინფორმაცია მიაწოდა, რომ ბავშვები წიგნებითა და კომპიუტერებით უზრუნველყოფილები იქნებიან.

სკოლაში პატარა მოსწავლეებთან შესახვედრად განსაკუთრებულად ემზადებიან.

აღსანიშნავია, რომ ყულალისის საჯარო სკოლის მოსწავლეები უწყვეტ განათლებას მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო გარემოში იღებენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203