ლაილაშის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე გიორგი გაბრიაძემ izrune.ge-ს შემაჯამებელ ტესტში დიპლომი მოიპოვა
05-04-2022
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე გიორგი გაბრიაძემ izrune.ge-ს მარტის შემაჯამებელი ტესტი წარმატებით გაიარა და დიპლომი მოიპოვა. 

აღსანიშნავია, რომ ლაილაშის საჯარო სკოლის მოსწავლეები ტესტირების ინოვაციურ პორტალში - izrune.ge აქტიურად არიან ჩართულნი. 

მოსწავლეები izrune.ge-ს შემეცნებით, სახალისო და მამოტივირებელ ტესტებს წარმატებით გადიან.

izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203