ეფრემოვკის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ბუნებისმეტყველების გაკვეთილები
05-04-2022
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს სთავაზობენ.
სკოლის ბუნებისმეტყველების პედაგოგი ჰაიასტან მარკოსიანი მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავების მიზნით სხვადასხვა მეთოდებს აქტიურად იყენებს, რათა შესასწავლი მასალა უფრო მარტივი და საინტერესო იყოს და სწავლის მოტივაცია გააძლიეროს.
მასწავლებელი და მოსწავლეები სხვადასხვა სასწავლო რესურსებს ერთად ქმნიან. აღნიშნული მეთოდის დამსახურებით კი ბავშვები ერთმანეთისგან სწავლობენ და საგაკვეთილო პროცესი უფრო ეფექტური ხდება.
მოსწავლეებმა ამჯერად, პედაგოგის ხელმძღვანელობით მზის სისტემის მოდელი შექმნეს და ასევე, თემის „წარსულის შესწავლა ნამარხებით“ მიხედვით საინტერესო აქტივობა დაგეგმეს, რომლის დარგლებშიც „ნამარხი ორგანიზმი“ აღმოაჩინეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის