კვახჭირის საჯარო სკოლაში სპეცმასწავლებელმა მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობა ჩაატარა
05-04-2022
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ცნობიერების ამაღლების კუთხით მუდამ დაუღალავად ზრუნავენ.
ამჯერად, სკოლის სპეცმასწავლებელმა, მადონა ლაღაძემ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მე-6 და მე-8 კლასებში აქტივობა განახორციელა.
გაკვეთილის თემები იყო: 2 აპრილი, აუტიზმის საერთაშორისო დღე და 21 მარტი - დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე.
აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით მოსწავლეებმა სპეციალურად მომზადებული ვიდეორგოლები და ფოტოები ნახეს; ასევე, გაიმართა დისკუსია.
აღსანიშნავია, რომ ამ მეტად საჭირო და მნიშვნელოვან აქტივობას ფონად სლოგანები - „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს“ და „აუტიზმის გასაღები სიყვარულია“ გასდევდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
იმპორტიორი კომპანია ინფორმირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა - იდენტიფიცირებულია Picot-ის კონკრეტული პარტიები, რომლებიც არ უნდა გამოიყენოთ ბავშვთა კვებისთვის