მარადიდის საჯარო სკოლაში მოსწავლე ნინო დიასამიძემ თემაზე - „ტრეფიკინგი, ადამიანთა ვაჭრობა“ საინტერესო პრეზენტაცია ჩაატარა
05-04-2022

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

ამჯერად, სკოლის მე-10 კლასის მოსწავლემ, თამუნა ბედნინაძემ სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, ნინო დიასამიძის ხელმძღვანელობით, პრეზენტაცია თემაზე - „ტრეფიკინგი, ადამიანთა ვაჭრობა“ ჩაატარა.

მოსწავლემ ვრცლად განიხილა ტრეფიკინგის რისკ ფაქტორების, ადამიანთა ექპლუატაციის შესახებ საკითხებ. ასევე, განიხილა ადამიანთა უგზო უკვლოდ დაკარგვის მაგალითები, როგორც მსოფლიოს ასევე, საქართველოს მაგალითზე; მის მიერ იქნა ნაჩვენები კადრები ფილმებიდან, რომელიც ტრეფიკინგის მაგალითებს ასახავდა. 

მეათეკლასელმა ასევე დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა რჩევები, თუ როგორ შეიძლება ტრეფიკინგის რისკების შემცირება, გააცნო ვის მიმართონ საეჭვო სიტუაციაში აღმოჩენის შემთხვევაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203