თბილისის N208 სკოლის მოსწავლეებმა, სასკოლო პროექტის ფარგლებში, ძველი თბილისი მოინახულეს
05-04-2022

თბილისის N208 საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა გასვლითი საგანმანათლებლო აქტივობა მოაწყვეს. 

სასკოლო პროექტის ფარგლებში, კულტურული მრავალფეროვნების მიმართულებით, საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა მოინახულეს ძველი თბილისი, სადაც განსხვავებული ეთნოსი, კულტურა და რელიგია იყრის თავს, სადაც ოდითგან თანაცხოვრობენ ქართველები, ქურთები, აზერბაიჯანელები, სომხები, ებრაელები, ბერძნები.

მოსწავლეებმა მოინახულეს ძველი აბანოთუბანი, საიდანაც ტფილისის დაარსების ისტორია იწყება, მართლმადიდებლური, გრიგორიანული, კათოლიკური ეკლესიები, მეჩეთი და სინაგოგა.

ისტორიის მასწავლებლებმა - ნანა გოგსაძემ და ვახტანგ თვალაძემ ისაუბრეს თბილისზე, როგორც გამორჩეულ ტოლერანტულ ქალაქზე.

მოსწავლეები შთაბეჭდილებებს სასკოლო საზოგადოებას გაუზიარებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203