დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები დებატების რეგიონული ტურნირისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან
05-04-2022
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსებსა თუ საგანმანათლებლო აქტივობებში მუდამ დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით მონაწილეობან.

ამჯერად, სკოლაში დებატების რეგიონული ტურნირისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან.

მოსწავლეებისთვის საინტერესო შეხვედრა გაიმართა, რომელიც Georgian Institute for Debate and Education - GIDE- მა ჩაატარა.

შეხვედრას მოსწავლეებთან ერთად სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი მარიამ ბერია ესწრებოდა.

აღსანიშნავია, რომ აქტივობამ მეტად საინტერესოდ ჩაიარა და მოსწავლეებს დამატებითი სტიმული მიეცათ.

იხილეთ ფოტოები:
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203