მუხურის საჯარო სკოლაში მკითხველთა კლუბის მორიგი შეხვედრა „7 მომაკვდინებელი გრძნობის“ განხილვას დაეთმო
05-04-2022

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლაში მკითხველთა კლუბის წარმატებით ფუნქციონირებს. 

22 თებერვალს, სკოლაში კლუბის მორიგი შეხვედრა გაიმართა. სკოლის მოსწავლეებმა განიხილეს ნიკოლოზ ტოტოღაშვილის რომანი „7 მომაკვდინებელი გრძნობა“.

აქტივობა საინტერესო და შემეცნებითი ხასიათის აღმოჩნდა.

„უნდა აღინიშნოს რომ მსგავსი პროექტები ხელს უწყობს მოსწავლეებში ტოლერანტული კულტურისა და სხვისი აზრის მოსმენისა და გაზიარების უნარების განვითარებას, ასევე თანაგრძნობის გამოხატვას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

აქტივობის მოდერატორი მარიამ კორტი აქტიური მონაწილეობისათვის სამახსოვრო სიგელით დასაჩუქრდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203