ქობულეთის N2 საჯარო სკოლაში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნა
05-04-2022
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის N2 საჯარო სკოლის ინკლუზიური განათლების რესურს ოთახში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნა.

სკოლის სპეციალურმა მასწავლებლებმა: მერი ვერძაძემ, მარინა ბერიძემ და ნატო დარბაიძემ მოსწავლეებს აუტიზმის შესახებ  ინფორმაციული ვიდეორგოლი წარუდგინეს.

ასევე, პედაგოგებმა მოსწავლეებს ფაზლის სიმბოლოს რაობაზე სხვადასხვა მოსაზრება გააცნეს. ერთ-ერთი მათგანი შემდეგნაირად ჟღერს: „ფაზლი რომ აიწყოს, საზოგადოების თითოეულმა განსხვავებულმა წევრმა ერთმანეთთან ჰარმონიით უნდა იცხოვროს, რათა არავინ დარჩეს მიღმა.“

მოსწავლეები (მათ შორის სსსმ) სახალისო აქტივობებში დიდი ინტერესით ჩაერთნენ და ერთად ფერადი სამყარო შექმნეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლის დირექტორი ნანი ცივაძე განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით მიესალმა მოსწავლეებს და მათთან ერთად სხვადასხვა აქტივობის შესრულებაში მიიღო მონაწილეობა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203