„ჩვენ თქვენ გვერდით ვართ“- ფერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები უკრაინელ თანატოლებს თანადგომას უცხადებენ
05-04-2022

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთის საჯარო სკოლაში უკრაინასა და უკრაინელ ხალხს თანადგომა აქტივობით გამოუცხადეს.  

„დიდება უკრაინას! ჩვენ თქვენ გვერდით ვართ!“ - სწორედ ეს იყო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების გზავნილი. 

მოსწავლეებმა თავიანთი პოზიცია საკუთარი ხელით შექმნილი პლაკატებით და უკრაინისა და საქართველოს დროშებით ხელში დააფიქსირეს. 

სკოლაში იმ მოვლენების მნიშვნელობას აცნობიერებენ, რაც ახლა უკრაინაში ხდება და მოსწავლეები თანატოლებს სოლიდარობას უცხადებენ. 

აღსანიშნავია, რომ ისინი ამ აქტივობაში განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ. 

„მოსწავლეები სოლიდარობასა და მხარდაჭერას გამოხატავენ უკრაინელი ბავშვებისადმი. „თუ ბავშვები იბადებიან ბუნკერებსა და თავშესაფრებში, როგორც ვარსკვლავები სიბნელეში, მაშინაც კი, როცა დაბომბვა გრძელდება, მტერს ომში გამარჯვების არანაირიშანსი არ აქვს.“ დიდება უკრაინას! ჩვენ თქვენ გვერდით ვართ“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203