თბილისის N16 საჯარო სკოლის XI-XII კლასების მოსწავლეებისთვის საინფორმაციო-სასწავლო შეხვედრა გაიმართა
05-04-2022
დავით სარაჯიშვილის სახელობის თბილისის N16 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო აქტივობები ხშირად იმართება, რომლებშიც ბავშვები ხალისით მონაწილეობენ.
ამჯერად, საინფორმაციო-სასწავლო პროექტის - „არჩევნები და ახალგაზრდა ამომრჩეველი“ ფარგლებში, შეხვედრა სკოლის XI-XII კლასების მოსწავლეების აქტიური ჩართულობით წარიმართა.
მოსწავლეებმა არჩევნების შესახებ მეტად საჭირო ინფორმაცია მიიღეს და ცოდნა აღნიშნული კუთხით კიდევ უფრო მეტად გაიღრმავეს.