„ვულოცავთ, საბა და გიორგი გიორგაძეებს!“- დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება მათემატიკის ოლიმპიადაში
05-04-2022
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლა აქტიურ სკოლათა რეიტინგშია, რაც სასკოლო საზოგადოებისთვის უაღრესად სასიხარულო ფაქტია.

ეს უდიდესი წარმატება კი შრომისმოყვარე პედაგოგების დაუღალავმა საქმიანობამ და ნიჭიერი მოსწავლეების აქტიურობამ განაპირობა.

„მათემატიკის ოლიმპიადა „კენგურუში“ ასაკობრივ კატეგორიაში I ადგილი დაიკავა მე-4 კლასის მოსწავლემ, საბა გიორგაძემ, ხოლო მე-9 კლასის მოსწავლე გიორგი გიორგაძემ კიდევ ერთხელ გვასახელა და III ადგილზეა. ვულოცავთ საბა და გიორგი გიორგაძეებს წარმატებას! მადლობა მათ პედაგოგებს: ლალი პერტაიას, ლეილა მაღაძეს და ინგა გვარაძეს! მადლობა მოსწავლეების მშობლებს!“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203