გულგულის საჯარო სკოლაში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს ღონისძება მიეძღვნა
05-04-2022

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის საჯარო სკოლაში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეს ღონისძება მიეძღვნა. 

მრავალფეროვანი აქტივობა სკოლის სპეციალურმა მასწავლებელმა მარიამ ბოჭორიშვილმა დაგეგმა. მასში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ ნამუშევრები შექმნეს, თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს, აუტიზმის შესახებ ისაუბრეს და ცოდნა გაიღრმავეს. 

სკოლაში მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ.

„2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. სკოლის ღონისძიება იყო ინფორმაციული, სადაც თითოეული მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული“,- წერია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203